„ფეისბუქის“ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ერთ-ერთი მომხარებლის მიერ სამეგრელოში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო.
ტოგონიძე აზიარებს სურათებს, სადაც ჩანს, რომ კარალიოკის ჩირის ასხმებით სახლი თითქმის მთლიანად არის დაფარული.
ფოტო მარტვილის რაიონში, სოფელ ლეხაინდროშია გადაღებული.
„ასეთი ფერადი ფარდებით არის მარტვილის სოფლებში ყოველი მეორე სახლი მორთულ-მოკაზმული“ – წერს მარიამ ტოგონიძე.