„არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და, მით უმეტეს, არც ცხვირი“, – ასე ეხმიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წმინდა მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე ის და დავით თარხან-მოირავი არიან გამოსახულები.
„თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი.
ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.
დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი „სკანდალი“ ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი…
Posted by ირმა ინაშვილი on პარასკევი, 19 იანვარი, 2024