იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში წლის ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას კრიტიკას “მომზადებული” შეხვდა. მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს მთავარ მონიტორზე დეპუტატებს წარუდგინა ვიდეომასალა, რომელიც გასულ წელს არის ჩაწერილი პენიტენციურ დაწესებულებაში. კადრებში, რომელიც ვიდეოსათვალთავალო კამერით არის გადაღებული, ჩანს როგორ შედის საკანში სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმართან. ვიზიტი სავარაუდოდ ერთ-ერთ მონიტორინგს უკავშირდება, თუმცა იუსტიციის მინისტრის თქმით, სტუმარი პატიმარს 2-ჯერ ადუღებინებს ყავას, მიირთმევს მის შოკოლადს და ეწევა პატიმრის კუთვნილ სიგარეტს. ასევე კადრებში ჩანს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი როგორ იყენებს პატიმრისთვის განკუთვნილ სველ წერტილს.
ციხეებში არსებული მდგომარეობა – პარლამენტში იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს მოუსმენენ
“იქნებ გამცეთ პასუხი, თუ პასუხის დრო დადგა?! მე ჩვენს პიარსამსახურს ვთხოვ გაავრცელოს ეს მასალა ფეისბუქის საშუალებით. მე მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური. ასეთ თანამშრომლებს ნუ გამომიგზავნით, რომელსაც აცვია დახეული შარვალი. ამ ადამიანს ოპერაშიც არ შეუშვებენ და არათუ ციხეში”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ვიდეომასალის დასრულების შემდეგ შეფასება სთხოვა დეპუტატებს, ხოლო სახალხო დამცველს თანამშრომლების შერჩევის შენიშვნასთან ერთად, ტერმინოლოგიაც შეუსწორა.
https://www.facebook.com/news.on.ge/videos/621091561977397/?v=621091561977397