ცნობილი ადვოკატი ირმა ჭკადუა საქველმოქმედო საქმიანობაში ერთვება. როგორც ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს, პანდემიის დროს ყველას შეგვიძლია დავეხმაროთ გაჭირვებულებს.
„მეგობრებო, ამ მძიმე პანდემიის ფონზე, რამაც გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი, ჩვენს ბევრ მოქალაქეს უწევს სიდუხჭირესთან ბრძოლა. ასეთ დროს, გაწვდილი დახმარების ხელი, ალბათ ყველაზე დიდსულოვანი და ღირსეული ნაბიჯი იქნება.
პეკინის 31 ნომერში (ბინა #9), საადვოკატო ბიუროში, ვგეგმავთ შევაგროვოთ არამალფუჭებადი პროდუქტები და გადავცეთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი აღმოჩდნენ ამ მძიმე ვითარებაში.
გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ და შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ კეთილ საქმეში.
? 555569600
? 577441109.
? 577100202
? 599136613
? 599981333
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ფიზიკურადაც ჩაერთოთ შეგროვების და მათი გაცემის პროცესში“, – წერს ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში ორი თვის განმავლობაში შეზღუდვები გამოცხადდა, რა დროსაც ბევრი ადამიანი დიდი ალბათობით სამსახურის გარეშე დარჩება.