LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ დალეწილ გზებზე როგორ შეიძლება ტურიზმზე ილაპარაკო, ვინც მოდის ისიც მიკვირს, ასეთ პირობებში როგორ მოდიან – ნიკა ვაჩეიშვილი

142
200726113224_1401495_1376571879253649_1767438708_o

„ჩვენამდე მოსასვლელი გზა კატასტროფულია, წლებია ასეთ მდგომარეობაში ვართ. ვინც მოდის ისიც მიკვირს, ასეთ პირობებში როგორ მოდიან“, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა უკვე „ატენური მარნის“ დამფუძნებელი ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს. მისივე თქმით, ტურისტების წუხილია ჩვენს ქვეყანაში სველი წერტილების არარსებობა, გაუმართავი გზები, ასევე მაფრთხილებელი ნიშნების არარსებობა.

„სახელმწიფო ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურულად არ ემზადება. ასეთ დალეწილ გზებზე როგორ შეიძლება ტურიზმზე ილაპარაკო. თუმცა, მაინც საქართველოს ბუნება და კერძო სექტორის თავდადება საქმეს შველის,“- აცხადებს ვაჩეიშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მოახლოებულ ტურისტულ სეზონს „ბიზნესპარტნიორთან“ მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ქვეყანა ტურისტების მისაღებად მზად არ არის.

„ვერ ვხედავ, რომ ქვეყანა ემზადება ტურისტული სეზონისთვის, რომ რაღაც კეთდება. ამიტომ, კერძო სექტორი ვცდილობთ ხარისხი არ დავაგდოთ და ჩამოსულ სტუმარს ხარისხიანად ვუმასპინძლოთ,“- ამბობს ვაჩეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ და იქვე დასძენს, რომ მთელი სირთულე  მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი, ცენტრალური ხელისუფლება და კერძო სექტორი ერთ ენაზე არ საუბრობს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები