LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე ვკარგავთ 600 ადამიანს ყოველწლიურად” – დაუჯერებელი შემთხვევა, რომელიც გომში მოხდა

168

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, დაუჯერებელ ისტორიას აქვეყნებს.

“ნამდვილი ამბავი.

23 ივნისს, ზესტაფონში, ავტოსაგზაო შემთხვევამ და-ძმა, ლალი და თემურ მახარაძეები იმსხვერპლა. რომლებიც ოზურგეთის რაიონის, მშობლიურ სოფელ გომში გადაასვენეს. მწუხარების გასაზიარებლად, თბილისიდან პანაშვიდზე ჩავიდნენ თანასოფლელები-44 წლის გაბრიელ გვარჯალაძე და 52 წლის გიგო გარაყანიძე. სამძიმრის გამოცხადების შემდეგ, უკანა გზაზე, თბილისის მიმართულებით(აგარის მონაკვეთი) ორივე დაიღუპა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევაში.

დღეს, ოზურგეთის რაიონის, სოფელ გომში, ორ მეზობელ სახლში(ერთი ღობე ყოფს) ოთხი მიცვალებული ასვენია. ვიზიარებთ ოჯახების მწუხარებას,” – წერს დავით მესხიშვილი.