“სინოფარმით” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს 20:00 საათზე დაიწყო, თუმცა საიტზე მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობს.
მოქალაქეები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებში გამოხატავენ.
აღნიშნულ თემაზე წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“საინტერესოა, ვის ტვინში დაიბადა იდეა, რომ ვაქცინის მეორე დოზაზე თავიდან უნდა დარეგისტრირდე ანუ თავიდან იწვალო ისევე, როგორც პირველი რეგისტრაციისას?
რატომ არ შეიძლებოდა ერთად ორივე რეგისტრაციის გავლა, ან რატომ არ შეიძლებოდა პირველი დოზის გაკეთების მერე, იქვე სამედიცინო დაწესებულებაში დაერეგისტრირებინე პერსონალს? ისედაც ხომ ავსებენ რაღაც ბლანკებს?
ჯერ პირველი დოზა არ გამიკეთებია (ზეგ მიწევს) და მეუბნებიან, დღეს 8 საათზე იხსნება მეორე დოზაზე რეგისტეაცია, სასწრაფოდ შევვარდი საიტზე, თორემ იგივე დაგემართება, რაც პირველზე, თბილისში ადგილს, ან იპოვი, ან არაო.
შევვარდი, მაგრამ საიტი გაჭედილია. ეტყობა, ყველა ასე შევარდა.
ასე უნიჭოდ როგორ უნდა დაგეგმო მენეჯმენტი, რომ ხალხი, ფაქტობრივად, ვირტუალირ რიგში თავ-პირს ამტვრევს ერთმანეთს?”-წერს მერაბ მეტრეველი.
„სანამ 50 პროცენტი არ აიცრება, ჩაკეტილები უნდა იყოთო, საიტი გაასწორეთ თქვე ბედოვლათო მავნებლებო, თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნიათ?“ – თამარ ჩერგოლეიშვილი