სარა ჯესიკა პარკერი ისევ გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე, ამჯერად ახალი ლუქით. ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელი ბრწყინავდა ულამაზეს ყვითელ კაბაში, რომელიც ყვითელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. უფრო კონკრეტულად ეს გახლდათ ყვითელი კაბა ვარდისფერი კანტებით, რომელიც მოდის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.
სავარაუდოდ, სარა ჯესიკა პარკერი სერიალის „ასე უბრალოდ“ გადაღებებზე, მორიგ ეპიზოდს იღებდა.