LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე რუსეთი ევროპის ენერგომომარაგებას ხელში ჩაიგდებს” – ტრამპი რუსეთს სანქციებს უწესებს

308
trampi

სანქციები ყველა კომპანიას, რომელიც რუსულ გაზპრომს ნორდ სტრიმი 2-ის მილსანდენის მშენებლობაში დაეხნარება – აშშ-ის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე “ბიბისი” წერს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ მილსადენის საშუალებით რუსეთი გერმანიაში გაზის ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის და გერმანიას „რუსეთის ტყვედ“ აქცევს.

ტრამპის ადმინისტრაცია შიშობს, რომ გაზსადენის საშუალებით რუსეთი ევროპის ენერგომომარაგებას ხელში ჩაიგდებს და ევროპულ ბაზარზე ამერიკული თხევადი გაზის წილს შეამცირებს.

აშშ-ის სანქციების გამო, უკმაყოფილება გამოხატეს რუსეთმა და ევროკავშირმა. ევროკავშირის განცხადებით, ორგანიზაციას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, საკუთარი ენერგო პოლიტიკა თავად განსაზღვროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები