LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც ციხის კადრები გამოაგდეს“ – რუსული კვალი გარეჯის საქმეში

134
maxresdefault

უკვე კვირაზე მეტია, მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია დავით გარეჯის საქმე, აზერბაიჯანთან სადავო საზღვრები და ექსპერტების დაკავება. საინტერესოა ის დეტალიც, რომ ეს ყველაფერი არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხდება. ბევრმა ვერაფერი გაიგო, რა რუკებზე იყო საუბარი, სად რომელი წლის რუკა გამოიყენეს, ზოგი დაიბნა. ჩვენც, ჟურნალისტები, რაც უფრო ვცდილობდით რუკების დეტალებში შევსულიყავით, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდებოდა, სანამ არ გავიგეთ მთავარი, რუკა, რომელმაც თითქოს საკითხი სადავო გახადა, მოსკოვიდან ჩამოვიდა.

როგორც ექსპერტი გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ის ჩამოიტანა „ინტრაკომის“ ხელმძღვანელმა – ანუ იმ კომპანიის, რომელიც ექსპერტის განმარტებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთანაა დაკავშირებული.

"მოვისმინე, რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში" - ხიდაშელი

რა განმარტებას აკეთებს ბიზნესმენი დავით გარეჯის რუკებთან დაკავშირებით

ამიტომ დღევანდელ სტატიაში არ დავიწყებთ ვინმეს უდანაშაულობის ან პირიქით, დანაშაულის მტკიცებას, არც იმის მტკიცებას – ვის რომელი წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, 1938 წლის, 1921 წლის თუ 1700 წლის. ჩვენ თუ წლების მიხედვით შეთანხმებულ საზღვრებს და რუკებს მივყვებით, შეიძლება ნახევარი ამიერკავკასია ჩვენი აღმოჩნდეს, ამიტომ რბილად რომ ვთქვათ, ამ აბსურდულ მსჯელობაში არ შევალთ და საქმის რეალურ მხარეს დაგანახებთ – ამ რეალობას კი ისევ კრემლთან მივყავართ.

რადიო „ფორტუნა“ პირველ რიგში ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ჩიტაძეს დაუკავშირდა, რომელმაც არა მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე გვესაუბრა, არამედ ისიც გვითხრა, რომ ფიზიკურად არ არსებობს აზერბაიჯანთან იმ სადავო საზღვრებზე შეთანხმება, რის გამოც დღეს ციხეში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სხედან.

„პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ორი ადამიანი, რომლებიც დააკავეს, განტევების ვაცის როლს ასრულებენ. რეალურად კი უნდათ, რომ შექმნან ილუზია, თითქოს წინა ხელისუფლებამ მიწები გაყიდა. დააკვირდით, რომ ეს მაინცდამაინც არჩევნების წინ კეთდება, როგორც 2012 წელს იყო ციხის კადრები“, – ამბობს ჩიტაძე.

„ფორტუნას“ კითხვაზე, ანუ დავით გარეჯის საქმემ ციხის კადრების როლი უნდა ითამაშოს თუ არა, ექსპერტი პასუხობს:

„ეს სიტუაციები ჰგავს ერთმანეთს, მიზანი კონკურენტის, მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციაა, რომ თითქოს წინა ხელისუფლების სურვილი იყო მიწების გასხვისება, ანუ თითქოს მოღალატე იყო“.

რაც შეეხება რუსულ გავლენებს, ექსპერტი გვეუბნება, რომ ოკუპანტი ქვეყანა, ცხადია, ამ საქმით დაინტერესებულია. ამას მოწმობს თუნდაც მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკა.

რა ვიცით ბიზნესმენზე, რომელმაც საქართველოში 1938 წლის რუკა დააბრუნა და რა აკავშირებს ლევან ვასაძესთან

ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციისა თუ დანიშნულების რუკებზე. 

„რუსეთი დაინტერესებულია ამ საქმით. უნდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთობა დაძაბული ჰქონდეთ. მისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ რიგი ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები ხორციელდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსეთს უნდა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩეს. ის აცნობიერებს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ არ აქვს რეიტინგი, ამიტომ უნდა დარჩეს “ოცნება” და ამისთვის ის ყველაფერს აკეთებს“, – ამბობს ექსპერტი.

ნიკა ჩიტაძეს ვთხოვეთ, რუკის ორომტრიალშიც გაერკვია ჩვენი მკითხველი, რაზეც ექსპერტმა გვითხრა, რომ თუ ისტორიას გადავხედავთ, პასუხი პირველ რიგში ბოლშევიკებს და სერგო ორჯონიკიძეს უნდა მოეკითხოს.

„1921 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანთან აწარმოა საიდუმლო მოლაპარაკებები. სანამ საბჭოთა კავშირი შეიქმნებოდა, მოგეხსენებათ. საქართველო ფორმალურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. მაშინ ფილიპე მახარაძე ნარიმანოვთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც აზერბაიჯანს სხვა ოლქებთან ერთად (მათ შორის ზაქათალა) გადაეცა გარეჯ-ყარაიას მონაკვეთი, ანუ დღევანდელი სადავო ტერიტორია.

შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი, ახალი კონსტიტუცია და ახალი რუკები, მაგრამ საბოლოო შეთანხმება მაინც არ არსებობს. ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის დროს ვერ მიაღწიეს საქართველომ და აზერბაიჯანმა ადმინისტრაციული საზღვრების შესახებ საბოლოო შეთანხმებას.

შეთანხმება არ არსებობს გარეჯის ნაწილზე – შეთანხმებულია საზღვრის დაახლოებით 66%, სადაც არ შედის გარეჯის ეს ნაწილი. ის შეუთანხმებელია. სამონასტრო კომპლექსში 24 ეკლესიაა, აქედან ორი – უდაბნოს და ჩიჩხიტურის ეკლესია ხვდება აზერბაიჯანულ მხარეს – ეს 90-იანებშიც კი ვერ მოგვარდა.

ახლა დაკავებულებს ედავებიან, ვითომ მცდელობა იყო, რომ ტერიტორია გადაეცათო. მცდელობა როგორ იყო, ის არ გადაცემულა და არ დაკანონებულა აზერბაიჯანის ტერიტორიად“, – ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას თბილისში საპროტესტო აქციაც მოჰყვა, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ მოძრაობის ხელმძღღვანელს გიგა მაქარაშვილსაც ვკითხეთ, სად დაინახეს ე. წ. კარტოგრაფების საქმეში რუსული კვალი.

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე" - პარლამენტთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები,პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერას უცხადებენ

„ერთი საათიც რომ მოინდომოს ადამიანმა და ერთდროულად რამდენიმე წყაროს გადახედოს, გაანალიზოს, საკმარისია იმის დასანახად, რომ აქ რუსული კვალია. ეს მორიგი ბინძური პროვოკაცია ააგორა ივანიშვილმა, თუმცა ეს დიდი ხნის წინ დაიწყო. “ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რა გააკეთა – ყველა პატიმარი, რომელიც რუსეთის აგენტი იყო, წითელაშვილით დაწყებული ყველა გაათავისუფლა, ვითომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულები. გარდა ამისა, პარტიამ მოსვლის დღიდან დაიწყო საქართველოს მიბმა ტურისტულად, ეკონომიკურად რუსეთზე.

ბოლო წლების მოვლენებს რომ გადავხედოთ, ჯერ იყო და სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ამაზე საუბარი, კინაღამ კონფლიქტში ჩაგვრთო – თითიდან გამოწოვილი თემა იყო მაშინაც და რაც მთავარია, ეს შემთხვევითბას არ უკავშირდება. რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევენამდე, ტემპერატურა იმატებს, მით უფრო რთულია პროგნოზის გაკეთება სადამდე გააგრძელებს ამ თემას ივანიშვილი. ბუნებრივია, ამ ორი ადამიანის დაკავება ივანიშვილს არაფერს აძლევს, მივლენ კონკრეტულ ადამიანებამდე, რომლებიც მაშინ მაღალი რანგის თანამდებობებზე იყვნენ“, – ამბობს მაქარაშვილი.

კონკრეტულ ადამიანებამდე რომ მივა „ქართული ოცნება“, ან უნდათ, რომ მივიდნენ, ეს უკვე ცხადია. მამუკა მდინარაძემ ორი დღის წინ პირდაპირ თქვა, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი ვერ მიიღებდა და ეს შეიძლება „ზემოდან მოდიოდა“.

„მე უფრო ვფიქრობ, რომ ქვევიდან ზევით მაშინ გადაწყვეტილება არ წამოვიდოდა. არავის ახსოვს „ნაცმოძრაობის“ სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ, ისე მოიქცეოდა, რასაც ექსპერტი მაგალითად მაშინდელ პირველ პირს ურჩევდა. მე უფრო მგონია, რომ გადაწყვეტილებები ზევიდან ქვევით მიდიოდა ვერტიკალში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, თუმცა ამაზე მხოლოდ ეჭვი შეგვიძლია გამოვთქვათ. სხვა დანარჩენი გამოძიების გადასაწყვეტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ყველა ვერსიაზე მიდის მუშაობა და უნდა დაველოდოთ გამოძიებას.ის საქმეში რუსულ კვალს უარყოფს და ამბობს, რომ ამას მხოლოდ ოპოზიცია დასდევს.

„ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც არ არსებობს ამაში. ოპოზიცია, მისი ტელევიზიები ამბობენ, რომ რუსეთი აკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის საქმეს, წარმოუდგენელ აბსურდზე საუბრობთ. ქართულ ეროვნულ ინტერესებზეა საუბარი“, – გვითხრა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ბოლო დღეებია საქმეში ახალი ფიგურანტი – ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი გაჩნდა, რომელიც გამოკითვაზე იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ დაკავებულებს არ იცნობს. 

არადა, ფაქტები აჩენს კითხვებს – რატომ რუკა მოსკოვიდან, რატომ წინასაარჩევნოდ , რატომ არ დაიწყო გამოძიება 2014 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, როცა არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, რომ მას მიაწოდა თავის დროზე ინფორმაცია… ფაქტია, ბევრი „რატომ“ გაჩნდა.

ყველა კითხვას კი პასუხი, ალბათ, 31 ოქტომბერს, არჩევნებზე გაეცემა.