LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე გამოიყურება შეყვარებული მონიკა“ – 58 წლის მონიკა ბელუჩი წითელ ხალიჩაზე სმოკინგით გამოჩნდა

428
page

ნიუ-იორკში, „ლინკოლნ-სკვერში“ ფილმის, „დედა მაფიას“ პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა მონიკა ბელუჩი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასეულებს. 58 წლის ლამაზმანის „ლუქი“, როგორც ყოველთვის დახვეწილი, სადა და გემოვნებიანი იყო, მას შავ-სმოკინგი ამშვენებდა. თეთრ პერანგს, შავ პიჯაკსა და თავისუფალი სტილის შარვალს მონიკამ შავი ჰალსტუხი შეუხამა.

„აი ასე გამოიყურება შეყვარებული მონიკა“, „როგორც ყოველთვის ბრწყინავს“, „საოცარი ლუქია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, მონიკა 64 წლის ცნობილ რეჟისორს, ტიმ ბარტონს ხვდება. წყვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთად უკვე ბევრჯერ დააფიქსირეს. მედიის ცნობით მათი რომანი 5 თვის წინ დაიწყო.

„უკანასკნელი სიყვარული“ – 58 წლის მონიკა ბელუჩისა და 64 წლის ტიმ ბარტონის მადრიდული გასეირნება

58 წლის მონიკა ბელუჩი წითელ და შავ სამოსში იტალიური ჟურნალის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები