გასული წლის იანვარში 48 წლის კამერონ დიასი და მისი 41 წლის მეუღლე, ბენჯი მედენი მშობლები გახდნენ. მედიისთვის ამ დრომდე პატარა რედიქსის ფოტო ხელმისწვდომის არ ყოფილა, ის პაპარაცების ობიექტივშიც იშვიათად ხვდება. გუშინ კი პაპარაცებმა მაინც მოახერხეს ლოს-ანჯელესში წყვილის გადაღება. დიასი და მედენი ქალიშვილს ასეირნებდნენ.
ახალ ფოტოებზე კამერონ დიასი საოცრად შეცვლილია. კინოდან წასვლის შემდეგ ის იშვიათად ჩნდება, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც. 48 წლის მსახიობი ნამდვილად აღარ გაქვს იმ ვარსკვლავს, რომელსაც 90-იანებში ვიცნობდით. ფოტოებზე ჩანს მისი ქალიშვილიც. საინტერესოა, რომ პატარა რედიქსი ქვეყანას ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მოევლინა.