LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე გამოგვაცილა ღვთისნიერმა აჩიკო ექიმმა!! ეს ყველაფერი დიდი ბრძოლის შედეგია, უნიჭიერესი და ნამდვილი ადამიანის ექიმი-ინფექციონისტის არჩილი ჯალაღონიასი”

608
138886762-2823066564645784-4796336506854191095-o

მოქალაქე ექიმი-ინფექციონისტის, არჩილ ჯალაღონიას მისამართით სამადლობელ პოსტს აქვეყნებს.

ის წერს, რომ ექიმმა მისი კოვიდინფიცირებული მშობლები, დიდი ძალისხმევის შედეგად გადაარჩინა.

გაგა ბალანჩივაძე აღნიშნავს, რომ მისი ხანშიშესული მშობლების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

“ასე გამოგვაცილა ღვთისნიერმა აჩიკო ექიმმა !! ვერიდები პოსტების დადებას მაგრამ, არ შემიძლია არ შემოვიფარგლო იმ მადლიერებით და სიხარულით რასაც ეხლა განვიცდით მთელი ოჯახი. ორ კვირაზე მეტი კოვიდ-19 ბრძოლაში ვიყავით. სიტყვით ადვილია თქმა მაგრამ, ეს ყველაფერი დიდი ბრძოლის შედეგია უნიჭიერესი და ნამდვილი ადამიანის ექიმი ინფექციონისტის არჩილი ჯალაღონიასი. მისი თვალდაუხუჭავი ღამეებით ეს ვირუსი დავამარცხეთ და მადლობა უფალს ასეთი ექიმი რომ შეგვახვედრა. ძალიან ბევრ პოსტს ვკითხულობდი ამ ვირუსთან დაკავშირებით. არ ვიცოდი რომელ სავადმყოფოს მიგვემართა. ერთმა პოსტმა შემძრა ძალიან რომელიც რეფერალურ საავადმყოფოს ეხებოდა. გული მეტკინა ნამდვილად. როცა მამა 80 წლის და ასთმით დაავდებული მყავს და მისი ანალიზები: D დედიმერი 4000 აქვს. და C რეაქტიული 80. დედაას ასაკი 86 წლის და D დედიმერი 7725 და C რეაქტიული 83, ნამდვილად საფიქრალი მქონდა ვისთვის მიმემართა. ჩვენ გადავრჩით აჩიკო ექიმის უდიდესი პასუხისმგებლობის გამო.. მადლობა მინდა გადაუხადო მთელი ჩემი ოჯახის სახელით, საეკლესიო სავადმყოფო- ინფექციური და რეანიმაციული განყოფილებების, შესანიშნავ ექიმებს და ექთნებს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა აჩიკო ექიმს. ღმერთმა ბევრი ასეთი აჩიკო ექიმები გვიმრავლოს საქართველოში. ბოდიშს გიხდით ვრცელი პოსტისთვის. გამოჯამრთელებას გისურვებთ ყველას.”-წერს გაგა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები