დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ საკმარისი დოზები შემოვა და ყველა მსურველისთვის საკმარისი იქნება
” მოგიწოდებთ ყველას, ასარჩევად გექნებათ ბევრი ვაქცინა და რომელიც გნებავთ, ის გაიკეთეთ.”
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ფაიზერი“ ქვეყანაში „ძალიან მალე იქნება“.
რაც შეეხება „დელტა“ შტამს, გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ შტამის 30-40%-ია დადასტურებული და ეს მაჩვენებელი „ძალიან სწრაფად იზრდება“.