LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაკოვანი მგზავრი დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ერთი თვეა აეროპორტში ცხოვრობს

110
1710317100734-t-0

ასაკოვანი ქალი ირანიდან, უკვე ერთი თვეა სტამბოლის აეროპორტში ცხოვრობს, რადგან ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. ამის შესახებ T24 წერს.

თეირანის უნივერსიტეტის აკადემიკოსმა შივა ქავიანმა სამშობლო დატოვა და ტორონტოში დასახლდა. ცოტა ხნის წინ ის ირანში იმყოფებოდა და კანადაში დაბრუნებას თურქეთის გავლით აპირებდა, თუმცა აეროპორტიდან გასვლას ვეღარ ახერხებს.

მგზავრს კანადის ვიზა აღარ მისცეს, რადგან მის დოკუმენტებს ვადა გაუვიდა. ქალი თეირანშიც ვერ ბრუნდება, რადგან ირანმა მას პოლიტიკური მიზეზების გამო შესვლა აუკრძალა.

უკვე ერთი თვეა მგზავრი აეროპორტში ცხოვრობს, სკამებზე სძინავს, იქვე იკვებება და ცდილობს სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს. ცნობილია, რომ შივას ნათესავები არ ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები