ინტერნეტში ლონდონის „არსენალის“ 2016/17 წლების სეზონის ფორმა გამოჩნდა.
სავარაუდოდ ოთხი თვის შემდეგ „მეთოფეები“ სწორედ ამ მაისურებით გამოჩნდებიან.
„არსენალს“ „პუმას“ კომპლექტი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, თუმცა სოციალურ ქსელებს რას დაუმალავ.
ახალი მაისურების განმასხვავებელი ნიშანი მკვეთრი ლურჯი ზოლია. ადრე „პუმა“ გულშემატკივრებმა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ 2015/16 წლების ეკიპირებაში ზედმეტად ბევრი იყო თეთრი ფერი.