ლონდონში გაიმართა მასობრივი მანიფესტაციები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით.
ერთ-ერთმა პროტესტანტმა აქციაზე პლაკატი მიიტანა: „არსენალიც კი ჯერ ისევ ევროპაშია!“
2016 წლის რეფერენდუმზე 51,9%-მა ხმა მისცა ევროკავშირის დატოვებას.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ქვეყნის პარლამენტს ჯერაც არ დაუჭერია მხარი ევროპის ქვეყნებთან შეთანხმებაზე.
„არსენალი“ კი ევროპის ლიგის მეოთხედფინალშია გასული, სადაც იტალიურ „ნაპოლის“ შეხვდება.