არსებული ინფორმაციით, მოსკოვის გამზირზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ყაჩაღობის მომზადების ფაქტი აღიკვეთა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე (მუხლი 18-179), მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიცია 6 პირის მოწმის სახით გამოკითხვას აწარმოებს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები.