LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველაზე და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარე ბინებს იყენებდნენ

216
666666

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის თბილისში ორ ბინას იყენებდნენ. ბინები ვაჟა ფშაველას გამზირსა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარეობს.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით კორპუსებს დაცვა იცავს. მეზობლებმა განაცხადეს, რომ დაკავებების შესახებ იციან, თუმცა კონკრეტულად რას ეხება საქმე, მათთვის უცნობია.

„ჩვენთანაც იყო პოლიცია მოსული, დავინახეთ, რომ წაიყვანეს ეს ქალი, მაგრამ გვეგონა, რომ სხვა დანაშაულის გამო დაიჭირეს. ვიცით, რომ ბინა გაქირავებული იყო უცხოელზე, რომელიც ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა აქ. ჩვენ არ ვიცოდით იქ რა ხდებოდა“ ,- აცხადებენ მეზობლები.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები