LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებულ ეპიდვითარებაში სკოლების გახსნა ნამდვილად არის შესაძლებელი და მიზანშეწონილი: ჩხაიძე

195
ივანე ჩხაიძე

“არსებულ ეპიდვითარებაში სკოლების გახსნა ნამდვილად არის შესაძლებელი და მიზანშეწონილი,” – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” ეთერში განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, სკოლებში დასწრებული სწავლების საშუალებას იძლევა ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად იკლებს და აქედან გამომდინარე, სკოლაში სასწავლო პროცესის წარმართვა მოთხოვნების შესაბამისად მოხდება, შესაძლებელია და აუცილებლად, 4 ოქტომბერს სწავლა რეალურ, დასწრების რეჟიმში უნდა დაიწყოს:

“ვინაიდან ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად კლებულობს, აქტიური შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად კლებულობს, თუ ჩვენ მოვახერხებთ და, ეს არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, სკოლაში სასწავლო პროცესი წარვმართოთ მოთხოვნების შესაბამისად, რაც გულისხმობს – ხშირ განიავებას, ნიღბის ტარებას, დისტანცირებას, შესვენებების დროს დერეფნის ნაკლებად გამოყენება, რაც ნულამდე დაიყვანს კონტაქტს ბავშვებს შორის, და რაც მთავარია, ბავშვებს დახვდებათ სკოლაში ვაქცინირებული მასწავლებლები, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი, ჩვენ შესაძლებელია და აუცილებლად, 4 ოქტომბერს უნდა დავიწყოთ სწავლა რეალურ, დასწრების რეჟიმში.

ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ, ძალიან ბევრი მინუსი აქვს დისტანციურ სწავლებას, ამიტომ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ სწავლა განახლდეს დასწრების რეჟიმში.” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბარში ივანე ჩხაიძემ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები