“ვიდეომასალა, რაც მისი მობილური ტელეფონიდან და იუთუბ არხიდან არის მოპოვებული, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია”, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს ვიდეო და აუდიო მასალა, სადაც გარდაცვლილი ტყეში თვითმკვლელობის შესაძლებლობაზე საუბრობს, ეს ჩანაწერები კი, გულუაშვილის შეფასებით, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და საყურებელია.
თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს
“საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ამგვარი აუდიომასალა საქმეში მოიპოვება. ზოგადად, ის ვიდეომასალა, რაც მისი მობილური ტელეფონიდან და “იუთუბ” არხიდან არის მოპოვებული, როგორც ვთქვი, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს”, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის და არ ენდობა გამოძიებას. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.