LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსებობს უპატიებელი რაღაცები“ – ნატალი პორტმანი და ბენჯამინ მილპე 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ

181
page

ნატალი პორტმანი და ბენჯამინ მილპე 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა People წერს. პორტმანმა განქორწინებაზე განაცხადი ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შეიტანა, მას შემდეგ, რაც მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო.

ახლახან ინტერნეტსივრცეში პორტმანისა და ბენჯამინის ახალი ფოტოები გავრცელდა, ისინი შვილებთან ერთად სეირნობდნენ. თუმცა, როგორ ჩანს, ეს უბრალოდ ცივილური ურთიერთობებია.

„არსებობს უპატიებელი რაღაცები. ნატალიმ ყოველივე ეს ძალიან რთულად გადაიტანა, თუმცა, მეგობრების დახმარებით ის ამ დრამას გაუმკლავდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის მილპემ ნატალის 25 წლის ფრანგ აქტივისტთან, კამილ იტიენთან უღალატა.

ნატალი პორტმანმა ქმარს ღალატი აპატია და შეურიგდა – წყვილის უახლესი ფოტოები

„როდესაც მოღალატე ქმარს გაექეცი“ – ნატალი პორტმანის უახლესი ფოტოები ნებისმიერი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები