აშშ-ის არმიის ყოფილი გენერლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელებული დარტყმების შედეგად რუსეთის არმია სუსტდება.
როგორც ჰოჯესი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რუსეთის ლოჯისტიკური სისტემა ამოწურულია.
„ეს აჩვენებს, რომ ისინი დაუცველები არიან და მათი ლოჯისტიკური სისტემა ამოწურულია. რუსებს საკმარისი ხალხი ან შესაძლებლობაც კი არ აქვთ თავიანთი ოპერატიული ლოჯისტიკის დასაცავად.
ყოველი წარმატებული დარტყმა საბრძოლო მასალის საცავზე ან სამეთაურო პუნქტზე, რუსეთის არმიას აიძულებს მომარაგების პუნქტები უფრო და უფრო უკან დახიოს, რაც სულ უფრო ართულებს საბრძოლო მასალის შეკეთებასა და აღდგენას”, – “, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.