LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს – ირაკლი კობახიძე

51

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ თავად.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ისაა, რომ ცვლილებები, შესაბამისი ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში ძალაში შევა.

„პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი კვირა ვადა, თუმცა, ეს არის ტექნიკური საკითხი. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მთავარია, რომ ეს აუცილებლად შევა ძალაში მას შემდეგ, რაც გავა რამდენიმე თვე და დასრულდება შესაბამისი ფორმალური პროცედურები,“ –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.