Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„არქის“ ახალი ოფისი და გალერეა ფილარმონიის შენობაში გაიხსნა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არქის“ ახალი ოფისი და გალერეა ფილარმონიის შენობაში გაიხსნა

889
1

2019 წლის 5 აპრილს ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“-ს ოფისი და გალერეა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე გაიხსნა. 700კვ.მ-ის ფართობზე განთავსებული სივრცე სრულად მორგებულია მომხმარებლების სურვილებს, რათა თითოეულმა არქელმა და მომხმარებელმა კომფორტულად იგრძნოს თავი.

თანამედროვე დიზაინის კონცეფციაზე „არქისთან“ ერთად არქიტექტურულმა სტუდიამ MUA იმუშავა.

„გვსურდა შეგვექმნა თანამედროვე დიზაინის გალერეა, სადაც ჩვენი არქელებისთვის და მომხმარებლებისთვის კომფორტული იქნებოდა ჩვენთან სტუმრობა. ოფისში მოსულ მომხმარებლებს დახვდებათ თბილი გარემო და მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისი. ჩვენი ყველა თანამშრომელი კი ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი ისე იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. ორშაბათიდან ჩვენი არქელები და მომავალი არქელები კიდევ უფრო მარტივად მოგვაკითხავენ ახალ მისამართზე, რადგან ეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილია, ჩვენი კარი კი მათთვის ყოველთვის ღიაა,“ – აცხადებს „არქის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.

ოფისის გახსნასთან ერთად, დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში მორიგი კონტრიბუცია განახორციელა და „ბერი ანდრიას ფონდს“ 25 000 ლარი გადასცა ბედნიერების სახლის მშენებლობისთვის.

„არქის“ ოფისი და გალერია ფილარმონიის შენობაში კომპანიის რიგით მეორე სივრცეა მომხმარებლებთან შესახვედრად. პირველი ოფისი ვაკეში, ყიფშიძის N15-შია განთავსებული. დღეიდან კი მომხმარებელს საშუალება ექნება „არქის“ გალერიას ახალ მისამართზე, ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე ესტუმროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები