LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქიმანდრიტი კირიონი: ქვეყანა კარგავს 3500 ჰექტარ ტერიტორიას, რადგან ივერი მელაშვილმა საზღვარი არ გაავლო 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით

127
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

3500 ჰექტარი ტერიტორია არის დაკარგული იმიტომ, რომ ივერი მელაშვილმა საზღვარი არ გაავლო ამ [1:200 000 მასშტაბის] რუკის მიხედვით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონის განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს პოლიტიკური დავალება იყო.

„რა თქმა უნდა აქ მიცემულია პოლიტიკური დავალება. 2002 წელს, ჩვეულებრივად მსჯელობდა მის აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, რომ საზღვარი გადიოდა მთის ფერდის ძირიდან 700-800 მეტრში. შემდეგ უკვე 2006 წელს ამოჰყავს საზღვარი მთაზე. კაცი, რომელიც 4 წლით ადრე იცავდა სწორ პოზიციას და შემდეგ ამას ცვლის, რაღაც ხდება. ჩემთვის ეს ამოცანა ამოხსნილია იმ კუთხით, რომ დავალებაა მიცემული და მელაშვილი ამას თავისით არ გააკეთებდა. 3500 ჰექტარი ტერიტორია არის დაკარგული იმიტომ, რომ ივერი მელაშვილმა საზღვარი არ გაავლო ამ რუკის მიხედვით. ეს ქვეყანა კარგავს ამხელა ტერიტორიას იმის გამო, რომ მელაშვილმა ამ რუკის მიხედვით საზღვარი არ გაავლო“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები