Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
”არქი ჯგუფი” მომხმარებელს ბინებს პირველადი შენატანის გარეშე სთავაზობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არქი ჯგუფი” მომხმარებელს ბინებს პირველადი შენატანის გარეშე სთავაზობს

416

დეველოპერული კომპანია ”არქი ჯგუფი” მომხმარებელს ბინებს პირველადი შენატანის გარეშე,  მხოლოდ  ყოველთვიური  გადახდით  და  10-წლიანი განვადებით სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”არქი ჯგუფის”  პროექტებში  სახლის  შეძენას  მომხმარებელი  ბინის  ღირებულების  30%-ის  12 თვეზე გადანაწილებით შეძლებს. დარჩენილი 70% კი, 10 წელზე გადანაწილდება.

მათივე ინფორმაციით, განვადება მხოლოდ  პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობით,  შემოსავლების  დადასტურებისა  და  დამატებითი უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარეშე კეთდება.

„ვიაზრებთ  რა,  იმ  სოციალურ  პასუხისმგებლობას,  რაც  კომპანიას  გააჩნია  საზოგადოების წინაშე,  ვცდილობთ  ჯეროვნად  ვუპასუხოთ  ყველა  მათ  სურვილსა  და  ფინანსურ შესაძლებლობას.  პირველადი  შენატანის  12  თვეზე  გადანაწილებით,  ჩვენს  მომხმარებელს მაქსიმალურად  ვუწყობთ  ხელს  ბინის  შეძენაში,“  –  განაცხადა  ”არქი ჯგუფის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ.

მისი თქმით, ”არქი  ჯგუფი”  ერთ-ერთი  პირველი  კომპანიაა,  რომელიც  ნერგავს  ევროპულ სტანდარტებს  საქართველოს  სამშენებლო  ბაზარზე.

“ჩვენი  პროექტების  მშენებლობა გერმანული  ენერგოეფექტური  სამშენებლო  ბლოკით  YTONG-ით  ხორციელდება.  კომპანიას აქვს მრავალი დასრულებული და 9 მიმდინარე მშენებლობა თბილისის მასშტაბით,”- აღნიშნა წულაიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები