LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არნოლდ შვარცნეგერს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

121

არნოლდ შვარცნეგერს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ჰოლივუდის მსახიობმა ორი დღის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ცნობილია, რომ 70 წლის მსახიობს გულის თანდაყოლილი დაავადება აქვს. ექიმების განცხადებით, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

მათივე ინფორმაციით, ნარკოზიდან გამოღვიძების შემდეგ შვარცნეგერმა თავისივე გმირის – ტერმინატორის ცნობილი ფრაზა ”მე დავბრუნდი” გაიმეორა.

“შვარცნეგერმა გაიღვიძა და მისი პირველი სიტყვები ნამდვილად I’m back იყო, ასე რომ, ის კარგ განწყობაზეა“, – წერს მსახიობის აგენტი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები