“გოლდენ სტეიტის” ლიდერი სტივენ კარი 2015-16 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.
ჟურნალისტთა გამოკითხვამ უპრეცედენტო შემთხვევა დააფიქსირა:
გამოიკითხა კალათბურთის თემაზე მომუშავე 131 ჟურნალისტი და კარის ყველამ პირველი ადგილი მიანიჭა!
შესაბამისად, “უორიორზის” გამთამაშებელმა მაქსიმუმი – 1310 ქულა მოიპოვა და ზედიზედ მეორედ გახდა სეზონის MVP.
მეორე ადგილზე გასულ კავაი ლეონარდს (“სან ანტონიო”) 634 ქულა ერგო, მესამეზე გავიდა “კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი – 631.