ტაიტელმა მეკარემ ისტორიული გოლი გაიტანა საკუთარ კარში.
ინციდენტი მოხდა ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც ტაიტის „ტეფანიმ“ 6:1 გაანადგურა ფიჯის „ნადი“. გამარჯვებულთა მეკარემ მიკაელ როშმა დამარცხებულები ან შეიცოდა ან იმდენად ცოტა საქმე ქონდა, რომ თამაშში ხეირიანად ვერ შევიდა და მეორე ტაიმში მართლაც რომ განსაკუთრებული რამ ჩაიდინა.
33 წლის როში ერთ დროს „მონაკოს“ მეორე გუნდში და საფრანგეთის რეგიონალურ კლუბებში გამოდიოდა.
როშის ძირითადი პროფესია ავტობუსის მძღოლობაა.