2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებსა და Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის შესახებ „იმედის დღეში“ ანუკი არეშიძემ და მაკა კვიციანმა ისაუბრეს. „დალოოდის“ კრეატიული დირექტორმა თქვა, რომ მისი ჩვენება ბულინგის თემას მიეძღვენება.
მაკა კვიციანის თქმით, სომეხი გოგონა, არმინე არუთინიანი, რომელიც „გუჩის“ ჩვენების წინა პერფორმანსზე გამოვიდა, საქართველოში ჩამოვა.
„არმინე ჩამოვიყვანეთ, ის შაბათს, ფილარმონიაში ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას. იქნება ლაივსტრიმი, ვინც შენობაში ვერ შემოვა, ფილარმონიის დიდ ეკრანზე ამ ყველაფრის ნახვა შეეძლება”- აღნიშნა მაკა კვიციანმა
https://www.facebook.com/imedisdghe/videos/359192234852644/
არმინეს ფოტოების გამოქვეყნებას და პრესაში გავრცელებულ მასალას, რომ ის ცნობილი ბრენდის სახედ აარჩიეს, დიდი გარჩევა და მსჯელობა მოჰყვა, გოგონა, შეიძლება ითქვას, ბულინგის მსხვერპლი გახდა საკუთარი გარეგნობის გამო.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ არმინე „გუჩის“ სახე არ არის, უბრალოდ, ბრენდის მიერ დაგეგმილ პერფორმანსზე გამოვიდა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის თემას მიეძღვნა.