სამოსის წარმოებისას ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარს სულ უფრო მეტი დიზაინერი ამბობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი აზრი რამდენიმე დღის წინ ჯორჯო არმანიმაც გამოხატა – დიზაინერი ამიერიდან სამოსში ხელოვნურ ბეწვსა და ტყავის შემცვლელს გამოიყენებს. ასეთი გზით სურს, ცხოველებთან სასტიკი მოპყრობა დაგმოს.
არმანი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე სამყაროში უკვე შეიქმნა ბეწვისა და ტყავის ხარისხიანი შემცვლელები.
არმანი არ არის პირველი, ვინც ასეთი ნაბიჯი გადადგა. ამ გზით ცხოველების სასტიკი მოპყრობა უკვე გააპროტესტეს სტელა მაკარტნიმ, ტომი ჰილფიგერმა, კელვინ კლაინმა, „ზარამ“ და „ეისოსმა“.