LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არლას” რძის პროდუქცია – ხარისხისა და გემოს საუკეთესო კომბინაცია

1047
არლა

“არლა” საუკუნეზე მეტია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ და ხელოვნური დანამატებისგან თავისუფალ რძის პროდუქციასთან ასოცირდება. მის ნაწარმს უკვე კარგად იცნობს ქართველი მომხმარებელიც, თუმცა, ცოტამ თუ იცის კომპანიის საინტერესო ისტორიისა და ღირებულებების შესახებ.

ჩვენ მოგიყვებით “არლაზე” – სკანდინავიაში ყველაზე მსხვილ რძის პროდუქტების მწარმოებელზე და გაგაცნობთ მის შემადგენლობაში შემავალ სხვადასხვა ბრენდსა და პროდუქტს.

 

ფერმერების პატარა კოოპერატივით დაწყებული საქმე

არლას ისტორია 1880-იან წლებში დაიწყო, მაშინ, როდესაც რამდენიმე დანიელმა და შვედმა ფერმერმა წარმოების გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოება გადაწყვიტა. მეურნეობის განვითარების მოტივით შექმნილ მცირე კოოპერატივი სწრაფად გაფართოვდა და მოიცვა არა მხოლოდ სკანდინავიური ქვეყნების ფერმერები, არამედ მწარმოებლები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან. დღეს არლა 30 ბრენდს აერთიანებს, რომელთა პროდუქციასაც 9 ათასზე მეტი ფერმერი ქმნის.

კოოპერატივში რძის წარმოებისა და პროდუქტების შექმნის უნიკალური სტანდარტია, რომელთა დაცვაც თითოეული ფერმერისთვის სავალდებულოა. მკაცრად გაწერილი წესების ჩამონათვალი ეკოლოგიური გარემოს შექმნით იწყება, რაც ნიადაგისა და ცხოველთათვის განკუთვნილი საკვების ეკოლოგიურობასა და მაღალ ხარისხს გულისხმობს. ცხოველებზე ზრუნვა მეორე უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა – არლას ფერმერებს თითოეული ძროხისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა მართებთ.

რძის დამუშავებისთვის ფერმერთა გაერთიანება ტრადიციული წესებისა და ახალი ტექნოლოგიების კომბინაციას იყენებს, რისი დახმარებითაც სასარგებლო თვისებების შენარჩუნებასთან ერთად, მიიღება არლას პროდუქციისთვის დამახასიათებელი უნიკალური გემო.

ამ სტანდარტის სრული დაცვით იქმნება პროდუქტები, რომლებიც აკრედიტებულია კვების კონტროლის არაერთი საერთაშორისო ასოციაციის მიერ. ამასთან ერთად, არლას ქვეშ გაერთიანებული ბრენდები ფლობენ ხარისხის დამადასტურებელ მრავალ სერტიფიკატს.

 

რას შეიძენთ საქართველოში არლას პროდუქციიდან?

საქართველოში არლას ბრენდები ხელმისაწვდომი პირველად ევროპროდუქტმა გახადა. ამ ბრენდების ჩამონათვალშია ორგანული კარაქი ლურპაკი, რომელსაც რეკომენდაციას პედიატრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უწევენ. ბრენდი დანიელ ფერმერებს ეკუთვნით და მისი წარმოების ისტორია უკვე ერთ საუკუნეს ითვლის. რძე, რომლითაც კარაქი იქმნება უსასუქო ნიადაგზე გამოკვებილი ცხოველებისგან მიიღება და არის სუფთა და ნატურალური. ცხადია, სრულად არის თავისუფალი საბოლოო პროდუქტიც ხელოვნური დანამატებისა და ჰორმონებისგან. ევროპროდუქტში ლურპაკის რამდენიმე სახეობაა ხელმისაწვდომი – მარილიანი, უმარილო, წასასმელი, ცხობისთვის განკუთვნილი და სხვა.

ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში იპოვით Arla Protein-საც, რომელიც ცილის მაღალი და ცხიმის დაბალი შემცველობის გამო განსაკუთრებით უყვართ ფიტნესით დაკავებულებსა და აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებს.

ყველა პროდუქტის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ესტუმროთ ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელს, ან თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია პროდუქტების ყიდვა ონლაინ – ეწვიეთ ვებგვერდს

ისიამოვნეთ არლას ნატურალური პროდუქციითა და მისი გამორჩეული და უნიკალური გემოთი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები