LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არისტოკრატიული ექვსიანი: ჩელსი ჩემპიონია (ვიდეო)

103

ინგლისის პრემიერლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს.
ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლონდონის “ჩელსიმ” პრემიერლიგაში პირველობა გაინაღდა.
36-ტურში “არისტოკრატებმა” სტუმრად “ვესტ ბრომვიჩს” მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგეს და პრემიერლიგის გამარჯვებულები ისტორიაში მეექვსედ გახდნენ. გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა ბელგიელმა მიში ბატშუაიმ 82-ე წუთზე გაიტანა.


სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ბოლო სამ სეზონში ინგლისის ჩემპიონის გასარკვევად გადამწყვეტი გოლების ავტორები ბელგიელები ხდებიან.
2016 წელს „ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა „ტოტენჰემს“ გაუტანა და ამით „ლესტერი“ გააჩემპიონა. 2015 წელს იმავე აზარმა „კრისტალ პალასს“ შეუგდო და ტიტული თავის გუნდს, „ჩელსის“ მოუტანა.
„ჩელსის“ 87 ქულა დაუგროვდა და „ტოტენჰემი“ მიუწვდომელი გახდა.
ანტონიო კონტემ გუნდი ჩემპიონობამდე პირველსავე წელს მიიყვანა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=JbPI6yuaTGU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები