LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არისტოკრატებში სექსუალური ძალადობაა: ჩელსიმ ფეხბურთელს სიჩუმისათვის ფული გადაუხადა

26

The Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონის ”ჩელსიმ” ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთ წევრს სოლიდური თანხა გადაუხადა იმისათვის, რათა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ არავისთვის ეთქვა.

სკანდალი ორმა ინტერვიუმ გამოიწვია, რომლებშიც ყოფილი ფეხბურთელები აღიარებდნენ მათზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ახორციელებდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ”არისტოკრატების” ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა წევრმა, რომლის სახელიც არ ხმაურდება, აღიარა, რომ ედი ჰიტის (ფოტოზე) მხრიდან, რომელიც გუნდის მთავარი სკაუტი იყო 70-იან წლებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ჰიტი გარდაცვლილია, კლუბის ხელმძღვანელობამ კი 3 წლის წინ სიჩუმისათვის როგორც ფეხბურთელს, ასევე მის ოჯახსა და იურისტებს ფული გადაუხადა.

107eddieheath3011a

”ჩელსიმ” ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება:

გუნდი ყველა იურიდიულ ხერხს მიმართავს იმისათვის, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და სიმართლე დადგინდეს კლუბის აწ გარდაცვლილ ყოფილ თანამშრომელთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე დავუკავშირდით FA-ს, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მათ მიიღეს ყველა აუცილებელი ინფორმაცია და ნებისმიერი სახის დახმარება, რომელიც საჭიროა ამ საქმის გახსნისათვის .ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ”ჩელსი” კომენტარს აღარ გააკეთებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ძალადობის მსხვერპლად ფეხბურთელთაგან თავი პირველად ენდი ვუდვორდმა ცნო, რომლის განცხადებითაც 11-დან 15 წლის ასაკამდე იგი Crewe Alexandra F.C.-ის ყოფილი მწვრთნელის, ბარი ბენელის მხრიდან განიცდიდა სექსუალურ ძალადობას. ვუდვორდის შემდეგ მსგავსი განცხადება გააკეთა ”ტოტენჰემის”, ”ლივერპულის” და ”სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სტიუარტმა, რომელმაც 70-იან წლებში ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები