ლონდონის ”ჩელსი” ”ნაიკთან” წლიური 60 მლნ ფუნტის კონტრაქტს გააფორმებს.
სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია ”ჩელსის” ახალი ტექნიკური სპონსორი გახდება.
ახალი საშინაო ფორმის პრეზენტაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ”ადიდასთან” კონტრაქტი გაუქმდება – ვადაზე ექვსი წლით ადრე.
”ჩელსი” ”ადიდასისგან” წელიწადში 30 მილიონ ფუნტს იღებს, რაც სხვა ტოპ-კლუბების ანალოგიურ კონტრაქტებზე საგრძნობლად ნაკლებია.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ”ჩელსი” ”ნაიკს” 60 მილიონ ფუნტზე მოურიგდა. ეს კი ყველაზე მომგებიანი გარიგება იქნება ევროპაში იმავე ”ადიდასის” ”მანჩესტერ იუნაიტედთან” (75 მლნ ფუნტი წელიწადში) კონტრაქტის შემდეგ.
”ადიდასთან” გაწყვეტილი ურთიერთობის გამო ”არისტოკრატები” კომპენსაციის სახით 40 მილიონი ფუნტს გადაიხდიან.