LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის წინააღმდეგობა – თუ ევროკომისია დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაიზიარებს, თებერვალში ჩვენს მიერ მიღებული კანონი გაუქმდება“ – ირაკლი კობახიძე

149
ირაკლი კობახიძე

„ვენეციის კომისიის მიერ მიღებული დასკვნა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის დასკვნასთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თქვა, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა, ხოლო ევროკომისია კი პირიქით, ამბობს რომ პერსონალიზებული მიდგომა საჭიროა.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტია კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებას აპირებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ ევროკომისია და ვენეციის კომისია ერთმანეთში შეთანხმდებიან:

„ფონ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი კარგი იყო - როგორ შეიძლება საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული მოსაზრება იყოს“ – სარჯველაძე

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება ასეთ კანონს იღებს, ერთი ამოცანა ამოძრავებს - ეს არის 12 პუნქტის შესრულება.

„არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიას შორის, თუ ისინი ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისა, ჩვენ გავაკეთებთ იმას რასაც გვეტყვის ევროკომისია, მაგრამ დღეს ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში:

კერძოდ, ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება.

რაც შეეხება ევროკომისიას ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ და ის საუბრობს დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ანუ გამოდის რა, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ მათ არ მოსწონთ პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას.

გახარია: ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს

როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე.

სწორედ ამისათვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე, თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროპის კომისია არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღება“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებულ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია არ გაუწია.