პაპარაცებმა მსახიობი დრიუ ბერიმორი მეუღლესთან, უილ კოპელმანთან და შვილთან ერთად სეირნობის დროს დააფიქსირეს. ფოტოების გამოქვეყნებიდან მალევე პრესაში დაიწერა, რომ ჩარლის ერთ-ერთი ანგელოზი ორსულად არის. ამ ფაქტს ისიც დაემატა, რომ ბოლო დროს ბერიმორი უპირატესობას განიერ ტანსაცმელს ანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ორ ქალიშვილს ზრდის. კომენტარი კი მათი მხრიდან ოჯახში მატებასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.