უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
არასათანადო – ასე აღწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩემი მოწვევა ბუჩისა და ირპენის მოსანახულებლად.
მან შეუძლებლად მიიჩნია უკრაინაში ჩამოსვლა მანამ, სანამ “უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სრულად არ გააცნობიერებს იმ ძლიერ მხარდაჭერას”, რომელსაც საქართველო გვაძლევს. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის მაგალითად მან მოიყვანა უკრაინის სასარგებლოდ საქართველოს ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა გაერო.
კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არიან ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხებში გვიწევენ დახმარებას“, – განაცხადა რადას თავმჯდომარემ.
„ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას.
ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში უდგას ჩვენს დამცველებს და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან, ისევე როგორც ბევრი უკრაინელი 2008 წელს. ისინიც ქართველების გვერდით იდგნენ რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, ოკუპირება მოახდინა თქვენი ტერიტორიის ნაწილის, დახოცა თქვენი ხალხი“ ,- დასძინა უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.
სტეფანჩუკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან, უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს: პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე.
„უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების („ბუკ“, „ოსა“) წყალობით თქვენ დაიცავით თქვენი ცა“, – დაწერა მან.
„მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. ჩვენი ხალხები და ისტორია ყოველთვის შეგვაფასებს ჩვენ პოლიტიკოსებს“ – დასძინა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.
„ერთადერთი რამ, რაც ენითგამოუთქმელს მხდის, არის კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები?
მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე“, – განაცხადა რადას თავმჯდომარემ და შოთა რუსთაველის სიტყვები მოიხსენია.
„სწორედ ასე თქვა დიდმა შოთა რუსთაველმა: ერთგული მეგობარი მეგობარს დაეხმარება, მას არ ეშინია უბედურების.
გულს მისცემს გულს, სიყვარულს კი – ვარსკვლავი გზაში”, – აღნიშნა სტეფანჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში ბუჩაში ჩასვლის მოწვევა გაეგზავნა.
რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.