LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის შემთხვევები, როდესაც ავიაცია გამოიყენება სიკვდილის იარაღი“ – რომის პაპი სამოქალაქო ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

79
romis-papi_w_h

იტალიის საავიაციო ხელისუფლების (ENAC) მიწვევით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე რომის პაპ ფრანცისკესთან გამართულ მიღებას დაესწრო. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ იტალიის საავიაციო სექტორის წარმომადგენლები, ევროპის რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების პირველი პირები, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრების ოჯახის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.

„საავიაციო სექტორი იმსახურებს მხარდაჭერას, რადგან ის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ დარგებს შორისაა. სამოქალაქო ავიაციამ ხელი შეუწყო თანამედროვე სამყაროს განვითარებას, შორეული ხალხების დაახლოებას და მათ უკეთ გაცნობას. თქვენ დებთ თქვენს პროფესიონალიზმს საზოგადოების სამსახურში ფრენებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნა რომის პაპმა თავის გამოსვლაში.

სიტყვით მიმართვისას, რომი პაპი ფრანცისკე საომარ მოქმედებებში ავიაციის გამოყენების უარყოფით მხარეებსაც შეეხო და გამოთქვა რწმენა, რომ ავიაცია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. „არის სრულიად საპირისპირო შემთხვევები, როდესაც ავიაცია გამოიყენება როგორც დანაშაულის, განადგურებისა და სიკვდილის იარაღი. ჩვენ ამას ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე ამ საშინელ ომშიც, ყოველდღიური საჰაერო დაბომბვების სახით. ამ დამღუპველი სცენარის წინაშე, იმედი რომ ცა იქნება ყოველთვის მშვიდობიანი, რომ ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიფრინოთ მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობების დასამყარებლად უფრო ძლიერდება ჩვენს გულებში. ავიაცია მეგობრობაა“ – განაცხადა მან.

მიღების ფარგლებში, რომის პაპმა ხაზი გაუსვა ავიაკატასტროფებში დაღუპულთა ოჯახების დახმარების მნიშვნელობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით, ასევე მან მოუწოდა ინდუსტრიის წარმომადგენლებს სოლიდარობისკენ და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები