LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის რისკი, ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში კოვიდშემთხვევების მატება დაიწყოს: კულუმბეგოვი მეოთხე დოზით ვაქცინაციაზე

160
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კოვიდის შემთხვევებმა მოიმატოს.

კულუმბეგოვმა არსებულ ეპიდვითარებასა და პროგნოზებზე დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არის ის უწყება, რომელმაც უნდა თქვას საბოლოო ვერდიქტი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით, ჯანმო ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამას თავისი ეპიდემიოლოგიური საფუძველი აქვს – დღეს მსოფლიოში ყოველდღიური კოვიდშემთხვევების გენერირება არ არის იმ დონემდე მიღწეული, რასაც პანდემიის დასრულების შესაძლებლობად შეიძლება განიხილავდნენ.

გარკვეული რისკი არსებობს, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში კოვიდშემთხვევების მატება დაიწყოს. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ომიკრონის იმ ვარიანტს, რომელიც დღეს მსოფლიოში ცირკულირებს, რამდენიმე ქვევარიანტები გაუჩნდა.

ყველა ამ რისკის გათვალისწინებით, ჯერჯერობით იმის თქმა, რომ პანდემია დასრულებულია და მშვიდად ვიგრძნოთ თავი, არ შეგვიძლია”, – განაცხადა მან.

ბიძინა კულუმბეგოვმა მეოთხე დოზით ვაქცინაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის საბჭოს შეთავაზებაა მეოთხე დოზის ადმინისტრირება მოხდეს: 

“მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ რისკის ადამიანებზე და იმაზე რომ, ჰოსპიტალზაცია, შესაძლო შემთხვევების მატებასთან პარალელურად, გვქონდეს ნაკლები.

მეოთხე დოზის საკითხი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე გადაწყვეტილია.

50 წლის ზემოთ მყოფ პირებს აქვთ ათმაგი რისკი, რომ დაავადება გაურთულდეთ და მძიმე გამოსავალი დადგეს, ამიტომ ამ კატეგორიის ადამიანებს – იმუნოკომპრომიტირებულებს და 50 წელს ზემოთ მყოფ პირებს ჩვენი ქვეყანა, იმუნიზაციის საბჭო, ვთავაზობთ, რომ ბოლო ვაქცინაციიდან 4 და მეტი თვე თუ არის გასული, მოხდეს მეოთხე დოზის ადმინისტრირება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები