LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის ქვეყნები, სადაც სასტუმროში სტუმარს არ შეუშვებენ, თუ ის ვაქცინირებული არ არის – სასტუმრო “ადამო”

150
couple-travelers-with-medical-masks-on-hotel-reception-talking-to-picture-id1251991572-880x495

სასტუმრო ბიზნესი COVID-რეგულაციების შემსუბუქების პოლიტიკით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, აღარ დარჩა ისეთი ტიპის რეგულაცია, რომელიც ტურიზმის აღდგენის პროცესს აფერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც სასტუმრო “ადამოს” მმართველმა მაია მახათაძემ განაცხადა, მორიგი შემსუბუქების შემდეგ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები საკმაოდ ლოიალურია, რადგან არის ქვეყნები, სადაც სასტუმროში სტუმარს არ შეუშვებენ, თუ ის ვაქცინირებული არ არის.

„წარმოიდგინეთ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, როდესაც ადგილი აქვს სხვადასხვა ტურისტულ აქტივობებს ძალიან ძნელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვით ერთმანეთთან ინფორმაციული წვდომა. ასეთ დროს ერთმანეთის არ გვესმის და კომუნიკაცია ძნელდება. რაც შეეხება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ეს ნიშნავს, რომ რეგიონში გადაადგილება, ან პირიქით რეგიონებიდან დედაქალაქში გადაადგილება, საექსკურსიო აქტივობები და ნებისმიერი სახის ბიზნესსაქმიანობა, რომელიც სასურველია ამ პერიოდში გააქტიურდეს და დაიგეგმოს, რა თქმა უნდა, იქნება ხელშემწყობი პირობა. ამიტომ უნდა ველოდოთ დადებით დინამიკას როგორც ბიზნესის წარმოების, ასევე ტურიზმის კუთხით, ასევე ეკონომიკის კარგი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ამ მხრივ რისკები რჩება, მაგრამ ყველამ სწორად უნდა გამოვიყენოთ მოხსნილი შეზღუდვები და დავაფასოთ შესაბამისად, თუ გვსურს, რომ შენარჩუნდეს და ეპიდემიოლოგიური ვითარება აღარ გართულდეს”, – განაცხადა მახათაძემ.

შეგახსენებთ, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი 1-ლი ივლისიდან მოიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები