2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დამდასტურებელი გამოცდიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა, აქედან ერთი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Edu.aris.ge ავრცელებს.
აბიტურიენტების ნაცვლად გამოცდის ჩაბარებას სხვები ცდილობდნენ
დაწყებულია გამოძიება
“კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა,” – განუცხადეს Edu.aris.ge -ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება.