LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის ასეთი ქვეყანა, მას შოტლანდია ქვია

31

მოგზაურთა გზამკვლევმა Rough Guide მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქვეყნად შოტლანდია დაასახელა. ამის შესახებ გაზეთი Daily Record წერს.

ექსპერტები ასეთ დასკვნამდე მკითხველების გამოკითხვის შედეგად მივიდნენ. კვლევის მონაწილეებმა ველური პლაჟები, ტბები და რეგიონის ციხესიმაგრეები გამოარჩიეს.

„გვიხარია, რომ შოტლანდიამ ასეთი შესანიშნავი გამოხმაურებები მიიღო Rough Guide-ის მკითხველებისგან, თუმცა ეს არ არის სიურპრიზი მათთვის, ვინც ჩვენთან უკვე ნამყოფია“, – განაცხადა ნაციონალური ტურისტული ორგანიზაციის პრეზიდენტმა მალკოლმ როჰედმა.

მეორე ადგილი კანადას ერგო, სამეულს კი ახალი ზელანდია ასრულებს. მეოთხე პოზიცია იტალიას ხვდა წილად, მეხუთე ადგილი კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ დაიკავა. ათეულში ასევე ინდონეზია, ინგლისი, ისლანდია, აშშ და უელსი შედიან.

Rough Guide-ის გზამკვლევები 1982 წლიდან გამოდის. ამ დროისათვის ისინი მთელს მსოფლიოში 200 მიმართულებას მოიცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები