LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არიჩელა” – არიანა გრანდეს სიურპრიზებით სავსე პერფორმანსი ,,კოაჩელაზე” (ფოტო/ვიდეო)

163
12320888-0-image-a-33_1555372054984

14 აპრილს, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის, ,,კოაჩელას” მესამე დღის ჰედლაინერი, არიანა გრანდე იყო.

გაირკვა, რომ ახალგაზრდა მომღერალი კოაჩელას ველზე შეკრებილი მელომანების წინაშე ,,ვერსაჩეს” ლუქით წარდგა.

 

View this post on Instagram

 

@arianagrande wears a custom-made Versace look for her performance at #Coachella Valley Music and Arts Festival. #VersaceCelebrities

A post shared by Versace (@versace) on

მოულოდნელობებით სავსე პერფორმანსი, რომელსაც ,,არიჩელა” უწოდეს, 25 წლის შემსრულებელმა სიმღერებით: Raindrops (An Angel Cried) და God Is a Woman გახსნა, რომელსაც თებერვალში გამოსული მეხუთე სტუდიური ალბომის სინგლი, Break Up with Your Girlfriend, I’m Bored მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ,,გრემის” მფლობელმა არტისტმა ისეთ ლეგენდარულ ბენდთან ერთად იმღერა, როგორიცაა, NSYNC.

მართალია ბოიბენდი სცენაზე ჯასტინ ტიმბერლეიკის გარეშე გამოვიდა, თუმცა მათი სიურპრიზი მსმენელისთვის ამაღელვებელი აღმოჩნდა. ბიჭებმა გრანდესთან ერთად ჯგუფის 1997 წლის ჰიტიც, Tearin’ Up My Heart იმღერეს.

 

View this post on Instagram

 

04.14.19

A post shared by *NSYNC (@nsync) on

საღამოზე ასევე არ ელოდნენ ნიკი მინაჟის გამოჩენას, რომელმაც არიანასთან ერთად დამსწრე საზოგადოებას ცეცხოლვანი შოუ შესთავაზა.

https://www.youtube.com/watch?v=QHCOcBo8JlM

თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავის წარმოდგენის ნაწილად იქცა კოლაბორაცია დიდისთან და მეისთანაც. ტრიომ 90-იანი წლების, Mo Money Mo Problems გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე ბიორკის, ლედი გაგასა და ბიონსეს შემდეგ, მეოთხე ქალი შემსრულებელია ფესტივალის ისტორიაში, რომელიც ,,კოაჩელას” ჰედლაინერად მოგვევლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები