LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიან თუ არა ანკარაში დაშავებულებს შორის ქართველები? – საგარეო უწყებაში შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა

south-korea-train-accident-afp-13122018

ანკარაში სარკინიგზო ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა.

როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ ჰქონდათ კონტაქტი საკონსულოსთან და საკონსულოც აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

“ამ დროის მონაცემებით, ჩვენს საელჩოში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ არანაირი შეტყობინება არ შესულა,” – განაცხადეს სამინისტროში.

ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 43 ადამიანი.

ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ვაგონი ამოტრიალდა. მატარებელი ანკარა-კონიას რეისს ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები