LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას“ – ლაზარე გრიგორიადისის უფლებების რა შესაძლო დარღვევაზე საუბრობს საია

109
Untitled design

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ შესაძლოა ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები იკვეთებოდეს.

საია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს მოუწოდებს, საკუთარი მანდატის შესაბამისად იმოქმედონ.

ასოციაცია ყურადღებას ოთხ ფაქტორზე ამახვილებს:

  • სასამართლომ საჯაროდ არ დაასაბუთა აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა;
  • მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა შესაძლოა ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს, რიგ შემთხვევაში, ამავდროულად, არღვევს ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფციას;
  • არასათანადო მოპყრობის აკრძალვის შესაძლო დარღვევა;
  • თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა.

საიაში მიიჩნევენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განვითარებული მოვლენები, მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს.

„ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ:

ხელისუფლების წარმომადგენლებს – თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფარგლებს.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველს – როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე“, – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვაში.

ამავე თემაზე:

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

პენიტენციური სამსახური: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს 

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე

კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: „ეს პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.. უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები