LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინაში ყოფილი პრეზიდენტის ქრისტინა ფერნანდესის დაკავების ბრძანება გაიცა

120

არგენტინის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ქრისტინა ფერნანდესის დაკავების ბრძანება გასცა. მისი დაკავება კი შესაძლებელი იქნება, რადგან მოსამართლემ კორუფციაში ბრალდებული ექსპრეზიდენტისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმების განკარგულება გაიცა.

65 წლის ექსპრეზიდენტი ამჟამად სენატის დეპუტატია და დაკავებისგან საპარლამენტო იმუნიტეტი იცავს.

არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციულ სქემაში მონაწილეობა ედება ბრალად. საერთო ჯამში, საუბარია 140 მილიონ ევროზე, რომელიც ყოფილმა პირველმა პირმა ქრთამის სახით 2005-2015 წლებში აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები