არგენტინის დასავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა, სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ეპიცენტრი პროვინცია სან-ხუანში იყო, მიწისძვრის შემდეგ კი მობილური კავშირი დროებით გაითიშა.
ბიძგი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოშიც იგრძნეს.
არგენტინის სეისმოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჯულიანომ აღნიშნა, რომ 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მომხდარა.