LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინას პატივს არ სცემენ: მარადონას მარტო მესის იმედი აქვს

57

არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობაზე 60%-ს ჩამოვდივარ, ოღონდ მესი წესრიგში უნდა იყოს – ეს პროგნოზი არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის პირველკაცს დიეგო მარადონას ეკუთვნის.

„მსოფლიომ არგენტინის ნაკრების მიმართ პატივისცემა დაკარგა. მხოლოდ მესი იწვევს პატივისცემას. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ არგენტინას უჭირს პატივისცემის მოპოვება. ჩვენი არავის აღარ ეშინია.
ნიგერიასთან ბოლო მატჩში კინაღამ 8 გოლი გავუშვით.
არგენტინის ჩემპიონობაზე 60%-ს მივცემდი, ოღონდ თუ ჩვენი პატარა მესი მწყობრში იქნება.
მაურო იკარდის იმედად ყოფნა, როდესაც იგუაინი ათჯერ უკეთესია, უბრალოდ სირცხვილია. ცხადია, რომ სამპაოლიმ არაფერი იცის“, – მოყავს მარადონას სიტყვები „მარკას“.

ბოლო ოთხ წელიწადში არგენტინამ წააგო 2014 წლის მუნდიალის ფინალი და ორი კოპა ამერიკის ფინალი (2015, 2016) ისე, რომ გოლი არ გაუტანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები